ვლადიმერ პუტინი - ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე მტრული განწყობა არ ყოფილა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებამ „კარგად“ და „კონსტრუქციულად“ ჩაიარა.

„არანაირი მტრული განწყობა არ ყოფილა. ჩვენ არ გვაქვს ერთნაირი პოზიცია ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ორივე მხარემ აჩვენა, რომ ერთმანეთის გაგების სურვილი გვაქვს. ჩვენი საუბარი იყო საკმაოდ კონსტრუქციული", - აღნიშნა პუტინმა.

CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ როგორ ჩაიარა პრეზიდენტების მოლაპარაკებამ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პუტინმა უპასუხა: „კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რომ დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. აქვე მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი კიბერ თავდასხმა აშშ-დან მოდის და მას კანადა მოჰყვება. მათ შემდეგ ლათინური ამერიკის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან. რუსეთი კი არ არის სიის სათავეში. კიბერუსაფრთხოება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ბევრს ვაკეთებთ“, -განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული სტაბილურობის, სავაჭრო ურთიერთობების, რეგიონალური უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა