პუტინი - ჩვენ არ გვინდა რუსეთი აშშ-ს მსგავსი იყოს

ჩვენ არ გვინდა რუსეთი აშშ-ს მსგავსი იყოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა ABC News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ხოცავენ, აპატიმრებენ და წამლავენ რუს ოპოზიციონერებს და ნიშნავს თუ არა ეს, რომ პუტინს პოლიტიკურად ბრძოლა არ სურს, უპასუხა:

„რუსეთს არ სურს მის საზღვრებში ქაოსი იყოს, ისეთი მაგალითად, როგორიც აშშ-ში 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს მოხდა. ჩვენ მსგავს რამეს რუსეთში არ დავუშვებთ და არ გვინდა, რომ რუსეთი აშშ-ს ჰგავდეს“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა