ვლადიმერ პუტინი - მკვეთრ განცხადებებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განმარტებებმა დამაკმაყოფილა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის დააკმაყოფილა ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განმარტებამ, მისი მისამართით გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებთან დაკავშირებით.

„მკვეთრ განცხადებებთან დაკავშირებით: აბა რა გითხრათ, ჩვენ ყველამ ვიცით ეს განცხადება. ამის შემდეგ ბაიდენმა დამირეკა, ერთმანეთს განვუმარტეთ და მე მისმა განმარტებამ დამაკმაყოფილა. მან შეხვედრა შემომთავაზა - ეს მისი ინიციატივაა და ჩვენ შევხვდით“, - განაცხადა პუტინმა ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პუტინმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთი თავის მტრად ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაცხადა და გადაწყვიტა, პოლიტიკურ ორგანიზაციებს რუსეთში მხარი დაუჭიროს.

„ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში შეტანილია დებულება იმის შესახებ, რომ ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული მმართველობის წესებსა და წესრიგს ჩვენ ქვეყანაში და მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა რამდენიმე თვის წინ, რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო