ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში დგას

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვედრაზე უთხრა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება.

ამის შესახებ ბაიდენმა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში დგას. საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რომ რუსეთს თვალყურს ვადევნებდეთ, როცა ისინი ადამიანის უფლებებს არღვევენ, საქმე ეხება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ. მე მას განვუმარტე, რომ გავაგრძელებ საუბარს იმ შემთხვევების წინააღმდეგ, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა ხდება. მე მას მივუთითე, რომ ამის გამო ვაპირებთ წამოვწიოთ ჩვენი შეშფოთება ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა ალექსეი ნავალნი. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრობლემების წინ წამოწევას, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ“, - განაცხადა ბაიდენმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს