ჯო ბაიდენი - თუ გააგრძელებენ ძირითადი ნორმების დარღვევას, ვუპასუხებთ - პუტინს ახლა „ცივი ომი“ ყველაზე ნაკლებად უნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ის რაც ახლა პუტინს ყველაზე ნაკლებად უნდა „ცივი ომია“.

„მე მას მივანიშნე, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერი კიბერშესაძლებლობები გაქვს და მან ეს ძალიან კარგად იცის. მან ზუსტად არ იცის ეს რა არის, თუმცა იცის, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ. თუ ისინი გააგრძელებენ ძირითადი ნორმების დარღვევას, ჩვენ მათ ვუპასუხებთ. მას ახლა „ცივი ომი“ ყველაზე ნაკლებად სჭირდება”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი დანებდება და დამარცხებას აღიარებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკოფერენციის დროს რუსეთში დაკავებულ ამერიკელებზეც ისაუბრა, რომლებიც შპიონაჟის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებიან.„ამ საკითზე თავის არიდებას არ ვაპირებთ და რუსეთთამ დიალოგი კიდევ გაგრძელდება“ , - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სამხედროები ტრევორ რიდი და პოლ ველანი, რუსეთში პატიმრობაში იმყოფებიან. მოსკოვის სასამრთლომ მათ შპიონაჟის ბრალდებით 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ოჯახის წევრებმა ჯო ბაიდენს დახმარება საჯარაოდ სთხოვეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს