ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ტონს „პოზიტიური“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ტონს „პოზიტიური“ უწოდა. ამასთან მან ჟენევაში პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რატომ სურდა პირისპირ შეხვედრა.

„მნიშვნელოვანი იყო პირადად შეხვედრა, რათა არ ყოფილიყო შეცდომა ან აზრის დამახინჯება იმის შესახებ, თუ რისი თქმაც მსურდა. მინდა გითხრათ, რომ მთლიანი შეხვედრის ტონი პოზიტიური იყო. ეს სულ ოთხ საათს გაგრძელდა. ადგილი არ ჰქონია უხეშ ქმედებებს, როცა ჩვენ არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს. მე ვაცხადებდი რასაც არ ვეთანხმებოდი და ის აცხადებდა რასაც არ ეთანხმებოდა, მაგრამ ეს გაკეთებულა ჰიპერბოლურ ატმოსფეროში. იმედი მაქვს, რომ ამ გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნათელი საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობას. ამ ვიზიტისას ბევრი საქმე გაკეთდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა