კვლევის შედეგები - გერმანულმა CureVac-ის ვაქცინამ მხოლოდ 47%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.

"ვაქცინის საშუალო ეფექტურობა ნებისმიერი სიმძიმის კოვიდ 19-ის დაავადების წინააღმდეგ 47%-ია და არ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ სტატისტიკური წარმატების კრიტერიუმებს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ შუალედური ანალიზის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევა 40 000 მოხალისეზე გამოვლენილ ინფიცირების 134 შემთხვევის საფუძველზე ჩატარდა. CureVac-ი მარცხის მიზეზად ვირუსის ვარიანტებს ასახელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ფრანც-ვერნერ ჰაასის განმარტებით, შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ დაინფიცირების 134 შემთხვევიდან ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ერთი იყო, დანარჩენი კი ვირუსის სხვადასხვა ვარიანტზე მოდიოდა.

"ეს ხაზს უსვამს მომავალი თაობის ვაქცინების შექმნის აუცილებლობას, ვინაიდან ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობა გრძელდება," - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

CureVac-ის ვაქცინა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების მსგავსად mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება. თუმცა, აღნიშნულმა ვაქცინებმა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ 90 %-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვაქცინის გამოყენება ღირს, თუკი მისი ეფექტურობა 50% -ზე მეტია.

იხილეთ ვიდეო:კვლევის შედეგები - გერმანულმა CureVac-ის ვაქცინამ მხოლოდ 47%-იანი ეფექტურობა აჩვენა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა