აიათოლა ალი ხამენეი მოსახლეობას არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოსახლეობას 18 ივნისის არჩევნებზე მაღალი აქტივობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

”48 საათზე ნაკლებ დროში, ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. თქვენი ხმის მიცემით რეალურად განსაზღვრავთ ქვეყნის ბედს ყველა მნიშვნელოვან საკითხში”, - განაცხადა ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვაში.

მისი თქმით, დაბალი აქტივობის შემთხვევაში ირანის მოწინააღმდეგეები ქვეყანაზე ზეწოლას გაზრდიან.

”თუ ახალი პრეზიდენტი ხმების მნიშვნელოვანი უმრავლესობით აირჩევა, ის იქნება ძლიერი პრეზიდენტი და დიდი ამოცანების შესრულებას შეძლებს. თუ არჩევნებზე დაბალი აქტივობა გვექნება, ჩვენი მტრის მხრიდან ზეწოლა გაიზრდება,“- აღნიშნა ხამენეიმ.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს გაიმართება. გამარჯვებას ქვეყნის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელს, კონსერვატორ ებრაჰიმ რაისის უწინასწარმეტყველებენ, მის მთავარ მეტოქედ კი ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილ თავმჯდომარეს, აბდოლნასერ ჰემატის მიიჩნევენ. ირანის სპეციალურმა საბჭომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 7 კანდიდატს მიანიჭა. აღნიშნული 7 პირიდან ორმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა.

იხილეთ ვიდეო:აიათოლა ალი ხამენეი მოსახლეობას არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს