მედია - ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სანქციები, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს უკავშირდება, ევროკავშირის ელჩებმა ოთხშაბათს დაამტკიცეს, საგარეო მინისტრები კი მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციების სამიზნე ბელარუსის საავიაციო სექტორთან დაკავშირებული მინიმუმ 7 პირია.

დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის ელჩები ასევე შეთანხმდნენ სანქციების მეოთხე პაკეტზე, რომელიც 70-ზე მეტი პირისთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს, მათ უმეტესობას ანტისამთავრობო დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერების დარბევის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, ბლოკის „შავ სიაში“ უკვე შესულია 88 პირი, მათ შორის ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი ვაჟი. ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ქვეყნის ოპოზიცია და დასავლეთი აცხადებს, რომ „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“. ამასთან, ლუკაშენკოს რეჟიმმა საერთაშორისი კრიტიკა 23 მაისს მომხდარი ინციდენტის გამოც დაიმსახურა, როდესაც Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ოპოზიციურად მოაზროვნე ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა