საფრანგეთში ჩინეთის ელჩი - ჩინეთის „მეომარი მგლის დიპლომატია" დასავლეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან გამართლებული თავდაცვაა

ჩინეთის „მეომარი მგლის დიპლომატია" დასავლეთის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისგან გამართლებული თავდაცვაა, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ჩინურ Guancha.cn-თან საუბარში განაცხადა.

„დასავლელების თვალში, ჩვენი დიპლომატია არის შეტევითი და აგრესიული ხასიათის, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ისინი თავად არიან შემტევები და აგრესიულები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მხოლოდ გამართლებული თავდაცვა, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და ინტერესები”, - აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, ჩინეთის წინა დიპლომატიური სტილი „დამალე შენი ძალა და დაელოდე შენს დროს", რომელიც ყოფილ ლიდერს დენგ სიაოპინგს ეკუთვნის, იმ დროს აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანას სხვაგვარად მოქმედება არც სჭირდებოდა და არც საამისო ძალა ჰქონდა.

„ახლა, როდესაც ჩინეთი გაძლიერდა და დასავლეთი მისი ზრდის აღკვეთას ცდილობს, ჩინეთმა დიპლომატიური სტილი უნდა შეცვალოს“, - განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთში ჩინეთის ელჩი - ჩინეთის "მეომარი მგლის დიპლომატია" დასავლეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან გამართლებული თავდაცვაა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა