ეკატერინე ტიკარაძე - ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა - ბავშვები მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის შესვლა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. ამის შესახებ ტიკარაძემ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ.

"ამ ეტაპისთვის საუკეთესო ინტერესები დაცულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვის ინტერესებს იცავს.

ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ, დაცული იქნება მათი კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს", - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძე - ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა