უნგრეთის მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს, ევროკავშირი შეისწავლის

ევროკომისია მოკვლევას ჩაატარებს უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული შინაარსის შემცველი მასალის გაზიარებას კრძალავს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ კანონპროექტს ევროკავშირი შეისწავლის.

„უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უნგრეთში მიღებული ახალი კანონის გამო. ჩვენი შეფასებით, ის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას არღვევს. მე მჯერა ისეთი ევროპის, რომელიც იღებს მრავალფეროვნებას და არა ისეთის, ვინც ამას ჩვენს შვილებს უმალავს. სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არავის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახლემძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანზიაციებს LGBT თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.

იხილეთ ვიდეო:უნგრეთის მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს, ევროკავშირი შეისწავლის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა