ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგი - კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევის შემდეგ ეტაპზე ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული აშშ-ის ყველა ობიექტი უნდა შემოწმდეს

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ზენგ გუანი აცხადებს, რომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევის შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტი აშშ-ს უნდა მიენიჭოს, სადაც უამრავი ბიოლოგიური ლაბორატორია მდებარეობს.

„ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ყველა ობიექტი, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა დაექვემდებაროს შემოწმებას”, - აღნიშნა ზენგ გუანმა.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ეს განცხადება აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ კვლევის შესახებ კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხუთ შტატში SARS-CoV-2-ით, კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსით, სულ მცირე 7 ადამიანი დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, პანდემიის წარმოშობის საკითხი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. აშშ ვირუსის ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვაზე მიანიშნებს, თუმცა ჩინეთი ამ ვერსიას გამორიცხავს.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგი - კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევის შემდეგ ეტაპზე ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული აშშ-ის ყველა ობიექტი უნდა შემოწმდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო