დონალდ ტრამპი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე - ვფიქრობ, კარგი დღე იყო რუსეთისთვის - ძალიან დიდი სცენა დავუთმეთ რუსეთს და თავად არაფერი მიგვიღია

ვფიქრობ, კარგი დღე იყო რუსეთისთვის, არა მგონია, რომ ჩვენ რამე მიგვეღო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის დასრულების თანხმობა გასცა. მისი თქმით, რუსეთი გერმანიისთვის გაზის მიყიდვის შედეგად მნიშვნელოვნად ისარგებლებს.

„ჩვენ ძალიან დიდი სცენა დავუთმეთ რუსეთს და თავად არაფერი მიგვიღია. ჩვენ დავთმეთ ისეთი რამ, რაც დაუჯერებლად ღირებულია. მე შევაჩერე მილსადენი, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, შემდეგ კი ის კვლავ დაუბრუნდა (გერმანიას და რუსეთს) და ამის სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია,“- აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა გუშინ, ჟენევაში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე- ძალიან დიდი სცენა დავუთმეთ რუსეთს და თავად არაფერი მიგვიღია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა