სენატორი რობ პორტმანი - სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ

სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილა, სიტყვები უბრალოდ საკმარისი არ არის. ჩვენ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ და ბაიდენის ადმინისტრაციამ ძლიერი რიტორიკა მკაცრ მოქმედებებს უნდა შეუსაბამოს“, - წერს სენატორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა