კახა კუჭავა - გადაწყვეტილების მიღების დროს - იქნება ეს პოლიტიკის დოკუმენტი, თუ კანონმდებლობა, აუცილებელია უმაღლეს სასწავლებლებთან კონსულტაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს, იქნება ეს პოლიტიკის დოკუმენტი, თუ კანონმდებლობა უმაღლეს სასწავლებლებთან კონსულტაცია აუცილებელია. ამის შესახებ კუჭავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ყველაზე მეტად პულსზე ხელი გიჭირავთ თქვენ - უნივერსიტეტებს, უმაღლეს სასწავლებლებს, ყოველდღიურად გესმით გამოწვევების და ახალი შესაძლებლობების შესახებ - ეს უნდა ისმოდეს ჩვენთან, რათა პარლამენტმა შეძლოს გაანალიზება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღება. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით მომზადდება ისეთი დოკუმენტები, რომლებიც განმსაზღვრელი იქნება განათლების სისტემის განვითარებისთვის”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ პარლამენტის დღის წესრიგსა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის მშენებლობასა და განვითარებაში განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციისთვის ფონდ „ქართუს" მადლობა გადაუხადა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა