გიორგი გახარია სიმონ მორდუს და მაგდალენა გრონოს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მრჩეველს სიმონ მორდუს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველს მაგდალენა გრონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე შარლ მიშელის შეთანხმება, შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე გაღრმავების უკვე არსებულ და ახლად შესაქმნელ მექანიზმებს.

“სიმონ მორდუს და მაგდალენა გრონოს გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლად შექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. ასევე, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესები და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა