ანონსი 18 ივნისი

18 ივნისს, 09:00 საათზე, CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში რეგიონული კონფერენცია - "მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა" გაიმართება.

მის.: ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე, მე-3 პავილიონი, აკაკი წერეთლის 118.

საკონტაქტო: ანა პეტრიაშვილი - 599 52 21 27

18 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

18 ივნისს, 10:30 საათზე, ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რანგში დასკვნით ბრიფინგს გამართავს.

მის: ბოჭორმის 12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

18 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა სპორტის სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებთან.

მის.: ბორჯომის მუნიციპალიტეტი

18 ივნისს, 11:00 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

18 ივნისს, 11:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პრჟემისლ ანტონი და მისი ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „მამისთვის წართმეული შვილი, რომელიც დედის ძალადობის მსხვერპლი აღმოჩდა, თუმცა, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები არ რეაგირებენ“.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 6565

18 ივნისს, 11.00 საათზე, ორგანიზაცია "საფარის" ოფისში, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული (არასამთავრობო) ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: 1. ქალთა მიმართ ძალადობა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა; განათლება; დასაქმება; ჯანმრთელობა;სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობა; ქორწინება და ოჯახური ურთიერთობები.

მის.: გახოკიძის ქ. N11ა

საკონტაქტო: 555 11 99 49

18 ივნისს, 11:30 საათზე, ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები აქციას გამართავენ.

მის: მეტროსადგურის "ახმეტელი" მიმდებარე ტერიტორია

18 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სასკოლო პროექტის - „ოლიმპიზმი სკოლებში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო: 599 58 00 01

18 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამოაზრეებსა და პენ კლუბის წარმომადგენლებთან ერთად ზურაბ რთველიაშვილის სახელობის საერთაშორისო პერფორმანს ფორუმის დაარსების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

მის.: სანაპიროს 4.

18 ივნისს, 13:00 საათზე, აჭარა ჯგუფი თბილისის დედაენის ბაღში დასაქმების ფორუმს გამართავს.

საკონტაქტო: გიორგი კოპალეიშვილი - 595298989; ანასტასია ზურაბიშვილი - 595090279

18 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

18 ივნისს, 14:00 საათზე, კომპანია „ევროკრედიტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები გორის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციას პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შეუერთდება.

მის: ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. N 30

საკონტაქტო: 599 43 74 03

18 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა ხაბარელის შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნობრივ ექსპერტებთან.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

18 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

18 ივნისს, 18.00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდება, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი და ანა ბიერდე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

მის: ინგოროყვას 7

18 ივნისს, 19:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ევროპის საბჭოსა და ფორსეტის ორგანიზებით „თანასწორობის ჰაკათონი“ გაიხსნება. ღონისძიებას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა დაესწრება.

მის.: ეგნატე ნინოშვილის #8

საკონტაქტო: ნათია ქანთარია - 555 63 35 43

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს