მედია - მინსკი-თბილისის რეისზე მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა

ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას“ ინფორმაციით, მინსკი-თბილისის რეისზე მგზავრებმა ჩხუბი მოაწყეს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით „სპუტნიკი“ იუწყება.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა, მგზავრებს შორის კონფლიქტი დაიწყო. თვითმფრინავის მეთაურმა ხმამაღალი კავშირის გამოყენებით, მოუწოდა არასათანადოდ მოქცევის შეწყვეტისკენ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა გვერდით მჯდომ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტში მონაწილე პირები ცალ-ცალკე გადასვეს. თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა.

აურზაურში სხვა მგზავრებიც ჩაერთნენ, რომლებიც ჩხუბის წამომწყების დამშვიდებას ცდილობდნენ. თბილისის აეროპორტში აღნიშნული პირი პოლიციამ გადაიყვანა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო