ესტონეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 900 000 დოზა სხვადასხვა ქვეყანას აჩუქოს, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით, ისე პირდაპირი წესით, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს. ამის შესახებ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთი მედიკამენტებს ჩუქნის ქვეყნებს, სადაც ვაქცინები ჯერ არ შეუტანიათ, ასევე იმ ქვეყნებსაც, სადაც მათი რაოდენობა არასაკმარისია. ქვეყნის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ესტონეთმა იმაზე მეტი ვაქცინა დაჯავშნა, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობაა.
ინფორმაციისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში ერთიანდებიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი.