ვიოლა ფონ კრამონი - შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო - „კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას

ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, „კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.

„ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია ევროკავშირის მიკრო-ფინანსურ დახმარებასთან საქართველოსთვის. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის გონივრული. სასამართლოს სისტემაში „კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო