Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვირუსს 2 მილიონი ადამიანი პანდემიის დაწყებიდან 1 წელში ემსხვერპლა, შემდეგი 2 მილიონი ფატალური შემთხვევა კი მხოლოდ 166 დღეში დადასტურდა.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთსა და მექსიკას. ამ ხუთ ქვეყანაზე მსოფლიოში დაღუპულთა საერთო რაოდენობის 50%-ი მოდის. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, წილობრივად ყველაზე მეტი ადამიანი პერუში, უნგრეთში, ბოსნიაში, ჩეხეთსა და გიბრალტარში დაიღუპა.

ჯანდაცვის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში დაღუპულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო