ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორზე კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სპეციალური, ხანძრის გამომწვევი საჰაერო ბურთების გაშვების შემდეგ მიიღეს.

„ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი ბურთები გამოუშვეს. ამის საპასუხოდ, მოიერიშე თვითმფრინავებმა ორგანიზაცია „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა სცენარისთვის მზადყოფნის დონე გაზარდა და ღაზაში მდებარე „ჰამასის“ სამიზნეებზე თავდასხმას გააგრძელებს,“ - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიში მეორედ განახორციელა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის გასული თვის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო