ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის არჩევნები 19 სექტემბერს დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების 19 სექტემბერს დანიშვნის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაინიშნოს სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები 2021 წლის 19 სექტემბრისთვის. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნების მომენტიდან”, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად პრეზიდენტის ხელმოწერიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა