კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან როგორც დიალოგის, ისე კონფრონტაციისთვის უნდა მოემზადოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა შეერთებულ შტატებთან როგორც დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა განსაკუთრებით სრულყოფილად დაპირისპირებისთვის უნდა იყოს მზად.

„განსაკუთრებით უნდა მოვემზადოთ კონფრონტაციისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და მისი ინტერესები დამოუკიდებელი განვითარებისათვის,“ - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა „მძაფრად და სწრაფად“ მოახდენს რეაგირებას ნებისმიერ მოვლენაზე და მიმართავს ძალისხმევას კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის სტაბილური კონტროლისკენ.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით კომენტარი პირველად გააკეთა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს