მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 20 წლის ცოლის მკვლელობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე იყო ეჭვმიტანილი, ქალის მეუღლემ აღიარა

საბერძნეთის პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ქმარს, რომლის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული, ბრალი წარუდგინა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან მეუღლე, 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩი მას შემდეგ მოკლა, რაც ის დაემუქრა, რომ მიატოვებდა და თან 11 თვის ჩვილს წაიყვანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან აღიარა, რომ სამართალდამცავებს მოატყუა, როცა განაცხადა, რომ სახლში ძარცვის მიზნით სამი პირი შეიჭრა, რომლებიც ფულსა და ძვირფას ნივთებს ეძებდნენ, მისი ცოლი სცემეს და გაგუდეს, თავად კი სავარძელზე მიაბეს.

„მე ის მოვკალი, შემდეგ კი ყაჩაღობის სცენა დავდგი,“ - განუცხადა ეჭვმიტანილმა პოლიციის გამომძიებლებს.

მკვლელობა ათენთან ახლოს, 11 მაისს მოხდა. ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მაშინ ბაბის ანაგნოსტოპულოსმა პოლიციას განუცხადა, რომ სახლში მძარცველები შეიჭრნენ, იარაღის მუქარით გაკოჭეს, მისი ცოლი გაგუდეს და ფული წაართვეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს და გაათავისუფლეს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ