ჰანს კლუგე - თუ მოსახლეობის 30% აცრილი გყავთ, სტაბილიზაცია იწყება, თუ 80% - პანდემიისგან თავის დაღწევა

შემდეგი 12 თვის განმავლობაში ვაქცინების 11 მილიარდი დოზა გვჭირდება, რაც დღეში 150 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, პანდემია კი ყოველდღე 100-ჯერ უფრო ძვირია. არავინაა დაცული, სანამ ყველა არაა დაცული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება მოვლენები ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, კლუგემ უპასუხა, რომ რიცხვის დასახელება რთულია.

„მაგრამ ჩვენი ექსპერტები ევროპის რეგიონში 80% -იან ნიშნულს ასახელებენ. თუ ვაქცინირებული გყავთ მოსახლეობის 30%, იწყებთ სტაბილიზაციას, თუ 60% - თქვენ ნამდვილად იცავთ და 80% -ის შემთხვევაში, ჩვენ მისგან თავის დაღწევა შეგვიძლია,“ - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ჩაიტარონ ვაქცინაცია, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი