მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს

სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, პრაქტიკულად, ყველა ასპექტსა და საჭირბოროტო საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს დეპუტატებს.

„პარლამენტის მიერ შემუშავებული დადგენილების მიხედვით გვექნება უკვე შესაძლებლობა ვისაუბროთ სამომავლოდ სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, რომელიც იქნება სწორედ ის სამუაო, რომელიც საქართველოში გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღესვე კომიტეტი იმ უწყებების პოზიციებს გაეცნობა, რომელთა მიმართ სახალხო დამცველმა რეკომენდაციები და წინადადებები შეიმუშავა და გასცა. სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 31 თავისგან შედგება, მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა