მოსკოვში კოვიდშეზღუდვები ხანგრძლივდება

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 29 ივნისამდე ხანგრძლივდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების ზრდის გამო ქალაქში საბავშვო მოედნები და სათამაშო სივრცეები დახურული რჩება, ძალაში რჩება ასევე რესტორნების, კაფეების და კლუბების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვაც, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ობიექტებს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე მუშაობის უფლება ეკრძალებათ, იხურება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მოწყობილი გულშემატკივართა ზონები და იკრძალება ისეთი მასობრივი ღონისძიებების გამართვა, რომელსაც 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. რაც შეეხება თეატრებსა და კინოთეატრებს, ისინი ღია დარჩება.

ამასთან, ექსპერიმენტის სახით, მოსკოვში 19 ივნისიდან 29 ივნისამდე რამდენიმე COVID-free რესტორანი ღამის საათებშიც იმუშავებს. ამ რესტორნების ყველა თანამშრომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იქნება, რაც შეეხება ვიზიტორებს, ისინი ვაქცინირებული ან ვირუსისგან უკვე განკურნებულები უნდა იყვნენ. რესტორანში კონტროლი QR კოდის საშუალებით განხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა