რუსეთში კორონავირუსის 17 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1-ელი თებერვლის შემდეგ

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 17 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 1-ელი თებერვლის შემდეგ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 453 პაციენტი დაიღუპა, რაც ასევე რეკორდული დღიური რაოდენობაა ქვეყნისთვის 18 მარტის შემდეგ.

რუსეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 5 281 309 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 128 445 ადამიანი.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა