სალომე სამადაშვილი ომბუდსმენს - არის თუ არა დრო იმ მოსამართლეების სიის შედგენა დავიწყოთ, რომლებიც შეყვანილი უნდა იყვნენ დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირებს შორის?

როცა ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშს ვხვდებით, რომ სახიფათოა ამ ქვეყანაში ცხოვრება მოქალაქეებისთვის, რომლებიც სრულიად დაუცველები არიან სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ რაიმე პროგრესი გვაქვს.

"სახალხო დამცველის ანგარიში არის იმდენად მძიმე, რომ კითხვები უამრავია. როცა ვკითხულობთ ამ ანგარიშს, ვხვდებით, რომ სახიფათოა ამ ქვეყანაში ცხოვრება მოქალაქეებისთვის, რომლებიც სრულიად დაუცველები არიან სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ. ამიტომ უამრავი საკითხია განსახილველი, რაც შეეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას, იმას, რომ სასამართლო არ არსებობს ქვეყანაში, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები გამოაქვს, სოციალური პრობლემებია, არის უამრავი მიმართულება. არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს რაიმე პროგრესი. მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო მაინც ის არის, რომ ტენდენციაა მძიმე. ამისთვის გვჭირდება ჩვენ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა",- განაცხადა სამადაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველთან მისი ერთ-ერთი კითხვა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს ეხებოდა. მისივე თქმით, ის სახალხო დამცველისგან დაინტერესდა, შეიძლება თუ არა მოსამართლეთა სიის შედგენა, რომლებიც დასავლეთის მიერ პოტენციურად შეყვანილი უნდა იყვნენ სანქცირებულ პირებს შორის.

"ჩვენ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში გვაქვს შეთანხმება, რომ მოსამართლეთა დანიშვნები პარლამენტში ვერ გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ. თუ იქნება შესაბამისი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის კონკრეტული მოსამართლეების საქმიანობას, მე პირადად ამ კომისიას შექმნას მხარს დავუჭერ. ჩემი კითხვა დღეს სახალხო დამცველთან იყო ის, რომ არის თუ არა დრო დავიწყოთ სიის შედგენა იმ მოსამართლეების, რომლებიც პოტენციურად შეყვანილი უნდა იყვნენ სანქცირებულ პირებს შორის დასავლეთის მიერ. ჩვენ ვხედავთ, რომ "კლანი" არ ემორჩილება დასავლეთის მოწოდებებს. ჩვენი უახლოესი ამოცანა იქნება ერთი მხრივ, კლანის შეჩერება და მეორე მხრივ, ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელსაც აღებული აქვს ვალდებულებები მართლმსაჯულების სისტემაზე. დარწმუნებული ვარ, უდიდესი წნეხის შედეგად შევაჩერებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას. ჩემი აზრით, სანქციები იქნება შემაკავებელი ფაქტორი "კლანისთვის". სხვა არანაირი გზით არ არის ამ კლანზე ზემოქმედების ბერკეტი. მათ უნდა იცოდნენ, რომ პოტენციურად მოუწევთ ფასის გადახდა თუ არა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად",- განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი