მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო სომეხ ბიზნესმენებზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე სომეხ ბიზნესმენზე, მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის უკანონო ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.

უწყების განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიზნესმენები : კომპანიების ჯგუფ „ტაშირის“ ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი, Royalsys Engineering-ის მფლობელი დავით გალუსტიანი და კომპანია KOMEX-ის გენერალური დირექტორი არა აბრამიანი, სხვა პირებთან ერთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების იარაღით მომარაგების მიზნით 2001-2021 წლებში სომხეთის რესპუბლიკასა და ოკუპირებულ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანას ახორციელებდნენ.

„2021 წლის 28 აპრილს, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. გამოძიება დაევალა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს,“- აცხადებენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს