სერგეი ლავროვი - მოსკოვი და მინსკი შეშფოთებული არიან იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი ჩვენი ქვეყნების მიმართ ატარებს

მოსკოვი და მინსკი შეშფოთებულნი არიან იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსის მიმართ ატარებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელარუს კოლეგა ვლადიმირ მაკეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ევროკავშირი ატარებს ჩვენი ქვეყნების მიმართ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკის ხაზი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც კონსტრუქციული. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვსა და მინსკს აქვთ საერთო ხედვა, თუ როგორ უნდა მიაღწიონ პროგრესს თანამშრომლობის ყველა გზაზე, მათ შორის ინტეგრაციის საკითხებში.

„ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიაროთ თანამშრომლობის გზებზე, მათ შორის ინტეგრაციისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციას საკითხების მიმართულებით, მსოფლიოში დღეს არსებული არამარტივი ვითარების ფონზე,“ - აღნიშნა ლავროვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა