დიმიტრი პესკოვი - რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ობიექტების განლაგება განსაკუთრებული ყურადღების საგანია

რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ობიექტების განლაგება ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პროპორციული ნაბიჯების გადადგმის მიზეზია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ინფორმაციას აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ.

„ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს საზღვრებთან ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ჩვენი ინტერესების დასაცავად ნაბიჯების გადადგმის მიზეზია”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ინფორმაციას თურქეთის მიერ აზერბაიჯანში სამხედრო ბაზის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენთვის დიდი ყურადღების საკითხია”, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ აზერბაიჯანთან ხელმოწერილი შუშას დეკლარაციის თანახმად, თურქეთმა აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა შექმნას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა