ხათუნა სამნიძე - პროკურატურის განცხადება და ისევ "ნაცმოძრაობაზე" გადაბრალება, ადასტურებს რამდენად უპასუხისმგებლოა "ოცნება" და რამდენად არ შეუძლია წესიერი გამოძიება აწარმოოს

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პროკურატურის განცხადება და ისევ "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალება, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უპასუხისმგებლოა "ქართული ოცნება" და რამდენად არ შეუძლია წესიერი გამოძიება აწარმოოს. ამის შესახებ სამნიძემ პროკურატურის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.

"ქვეყანაში, სადაც არცერთი მიყურადების ფაქტი არ გამოძიებულა, არც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გამო დასჯილა ვინმე, ასეთი პროკურატურისგან ამ ტიპის განცხადება და ისევ გადაბრალება წინა ხელისუფლებაზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე" კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უპასუხისმგებლოა "ქართული ოცნება", რამდენად არ შეუძლია ის, რაც რეალურად გასაგებია მთელი საზოგადოებისთვის, ამაზე წესიერი გამოძიება აწარმოოს. ბერამ თვითონ აღიარა ამ ჩანაწერის ავთენტურობა. მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ასე მოიქცევა ვინც მის დედიკოზე გაბედავს და რამე უარყოფითს იტყვის. ამიტომ ახლა პროკურატურამ უნდა გაბედოს და გამოიძიოს ეს საკითხი. ბუნებრივია, ამ ხელისუფლების და პროკურატურის პირობებში ჩვენ საზოგადოებას არ აქვს არანაირი მოლოდინი და იმედი, რომ დასკვნა იქნება სანდო და ორიენტირებული იმაზე, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში დანაშაულს ჩადიან.

სახალხო დამცველის ანგარიშის დღევანდელი მოსმენაც იმას მოწმობს, რომ ამ ქვეყანაში დამნაშავეები არ ისჯებიან და მთელი სახელმწიფო აპარატი მიმართულია იმისკენ, რომ დაჩაგრონ მოქალაქეები",- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გასული აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს ასახავდა, იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა