ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება

ესპანეთში მომავალი კვირიდან პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„მომავალი კვირის ხუთშაბათს მთავრობის სპეციალურ სხდომას გავმართავთ და ესპანეთის საზოგადოებას განვუცხადებთ, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება 26 ივნისიდან სავალდებულო აღარ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთში ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება 2020 წლის მაისიდანაა სავალდებულო, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი დაიშვება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების მქონე პირებისთვის, ვისთვისაც პირბადის გამოყენება რთული, ან სახიფათოა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ესპანეთში, სადაც დაახლოებით 47 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ვაქცინების ორივე დოზა 13.6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული. ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების 3 753 228 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 80 635 ადამიანი.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა