„ასტრაზენეკას“ ინფორმაციით, ევროკავშირმა კომპანიასთან სასამართლო საქმე წააგო

კომპანია „ასტრაზენეკას“ განცხადებით, ევროკავშირმა სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმე წააგო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილება მხარს უჭერს ევროკავშირის მოსაზრებას, რომ „ასტრაზენეკამ“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა.

კონტრაქტის თანახმად, ანგლო-შვედურ ფარმაცევტულ კომპანიას ბლოკისთვის ივნისის ბოლომდე ვაქცინის 300 მილიონი დოზა უნდა მიეწოდებინა, თუმცა, წარმოებაში წარმოქმნილი პრობლემების გამო იძულებული გახდა გეგმა 100 მილიონამდე შეემცირებინა. ამან ევროკავშირსა და კომპანიას შორის მწვავე დავა გამოიწვია და ბლოკმა ივნისის ბოლომდე მინიმუმ 120 მილიონი დოზის მიღების მოთხოვნით სამართლებრივი ქმედება დაიწყო.

„ასტრაზენეკას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად კომპანიამ ევროკავშირს ივნისის ბოლომდე ვაქცინის 80.2 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს.

„კომპანიამ დღემდე ევროკავშირს ვაქცინის 70 მილიონი დოზა მიაწოდა და 2021 წლის ბოლომდე 80.2 მილიონ დოზას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს“,- აცხადებენ კომპანიაში.

ევროკომისიის მტკიცებით კი, სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ასტრაზენეკამ“ ბლოკს 26 ივლისამდე ვაქცინის 15 მილიონი დოზა, 23 აგვისტომდე - კიდევ 20 მილიონი დოზა, 27 სექტემბრამდე კი - 15 მილიონი დოზა, ანუ ჯამში 50 მილიონი დოზა, უნდა მიაწოდოს.

„ეს გადაწყვეტილება ადასტურებს კომისიის პოზიციას: „ასტრაზენეკამ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის კომისარმა ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თუ კომპანია ვაქცინის მიწოდებას აღნიშნულ ვადაში ვერ შეძლებს, მას თითოეულ მიუწოდებელ დოზაზე ჯარიმის სახით 10 ევროს გადახდა დაეკისრება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს