ანონსი  19 ივნისი

19 ივნისს, 11:00 საათზე, ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თბილისის ბოტანიკურ ბაღში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაიმართება სოლიდარობის მარში.

სოლიდარობის მარშში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, საქართველოში გაეროს ხელმძღვანელი, საბინე მახლი, ამერიკის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ავსტრიის ელჩები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

19 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტში გაიმართება ფრაქციების „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ. მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.

მის: საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (C კორპუსი, V-ე სართული).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს