გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტერეში მეორე ვადით დაამტკიცეს

გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტერეში მეორე ვადით დაამტკიცეს. გუტერეშის კანდიდატურას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, ერთხმად დაუჭირეს მხარი. მანამდე მას მხარდაჭერა გაერო-ს უშიშროების საბჭომ გამოუცხადა. ხელახალი არჩევისთანავე, გუტერეშმა ფიცი დადო და სიტყვით მიმართა გაერო-ს წევრ ქვეყნებს - "გააკეთონ ყველაფერი, რათა გადაილახოს არსებული გეოსტრატეგიული განხეთქილებები და დისფუნქციურ ძალთა ურთიერთობები".

„ძალიან ბევრი ასიმეტრია და პარადოქსია. ისინი უნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა გუტერეშმა. ამ პოსტზე მეორე ვადით არჩევისას გუტერეშს კონკურენტები არ ჰყოლია. 72 წლის პორტუგალიელი პოლიტიკოსი გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. გენერალურ მდივანს 5 წლის ვადით ნიშნავენ. ის ამ პოსტზე 2026 წლის ბოლომდე დარჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა