ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი - „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა რამდენიმე გადასაწყვეტი რჩება

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.

„პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ ოდირ– მა ოთხი ძირითადი და კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შეიტანეს. ცვლილებების პროექტის განახლებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედი) ხმა.

მოხსნილია პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები, ანუ პირობები, რომ პარტიას უფლება აქვს სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების მინიმუმ ერთი წევრი „პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა", რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ,“- აღნიშნულია დასკვნაში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს ძირითადი რეკომენდაციების კიდევ რამდენიმე ელემენტის გათვალისწინება.

„მოითხოვონ ცესკოს არაპარტიული წევრებისათვის უფრო მაღალი კვალიფიკაცია და უზრუნველყოფილ იქნას ისეთი შესარჩევი კომისიის არსებობა, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებებზე დაფუძნებულ დანიშვნის პროცესს;

შეიტანონ დამატებითი ცვლილებები საოლქო საარჩევნო კომისიების და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის შესახებ დებულებათა პროექტში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უპარტიო წევრების დანიშვნისთვის; უფრო მეტიც, უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები;

კანონში მკაფიოდ იქნას განსაზღვრული, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების მოხსნას, რაც დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით და ძალიან სპეციფიკური მოტივით,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შესწორებული ცვლილების პროექტი შეიცავს რამდენიმე ახალ ელემენტს, რომლებიც შემდგომ გადასინჯვას ამართლებს, კერძოდ: უნდა გადაიხედოს ცესკო-ს უპარტიო წევრების კანდიდატებისთვის ხმის მიცემის სხვადასხვა ტურს შორის პერიოდის მნიშვნელოვანი შემცირება, ოთხიდან ერთ კვირამდე; უნდა გადაიხედოს საარჩევნო კოდექსისა და ცვლილებების პროექტის ის მუხლები, რომლებიც ეხება პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის უფლებას; ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და ფუნქციები უფრო მკაცრად უნდა იყოს დარეგულირებული კანონში; უნდა გადაიხედოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების უპარტიო წევრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საკითხი; საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის უფლება არ უნდა შემოიფარგლოს საარჩევნო დავებზე უფლებამოსილი პირების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული პირებით; ასეთი შესაძლო რეესტრი შეიძლება გამოყენებულ იქნას საჩივრების პროცესის ხელშესაწყობად, მაგრამ ეს არ უნდა გამორიცხავდეს ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებას, წარადგინონ საჩივარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს