იაროსლავ კაჩინსკი - რუსეთის ტერიტორიიდან პოლონეთზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად მინისტრები და პოლიტიკოსები დაზარალდნენ

პოლონეთის ვიცე - პრემიერი, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„კიბერშეტევის შედეგად, პოლონეთის ოფიციალური პირები - მინისტრები და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე დეპუტატები დაზარალდნენ“, - განაცხადა კაჩინსკიმ.

მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია მიღებულია შიდა უსაფრთხოების სააგენტოსა და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ. ანალიზის შედეგად, რომელიც ჩატარდა პოლონეთის შესაბამისი უწყებებისა და მისი მოკავშირეების სპეცსამსახურების მიერ, დადგინდა, რომ ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა. მისი მიზანი პოლონეთის დესტაბილიზაციაა“, - განაცხადა კაჩინსკიმ.

მისი თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. მას არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდში განხორციელდა კიბერშეტევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა