დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი, რომელსაც მოედანზე გული გაუჩერდა, კლინიკიდან გაწერეს

დანიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ფეხბურთელი, კრისტიან ერიკსენი, რომელსაც დანია-ფინეთის მატჩის დროს მოედანზე გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუდგეს.

დანიის ნაკრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერიკსენმა თანაგუნდელები მოინახულა და აღნიშნა, რომ თავს გრძნობს კარგად და ნაკრებს რუსეთთან მატჩში სახლიდან უგულშემატკივრებს.

ცნობისთვის, "ევრო 2020"-ის ფარგლებში, დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 42-ე წუთზე შეწყდა, როდესაც კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ფეხბურთელს მოედანზევე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მათ შორის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ექიმები გულის მასაჟს უკეთებდნენ, ამის შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფეხბურთელთა თხოვნითა და უეფას ნებართვით მატჩი მოგვიანებით განახლდა, სადაც დანია ფინეთთან 0:1 დამარცხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს