ლევან დავითაშვილი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან ერთად, ნატახტარში იმყოფებოდა, სადაც შპს ,,ბენჟის“ საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ნატახტარში საკვები ინდუსტრიის მნიშვნელოვანი კლასტერი ვითარდება და ბევრი, უკვე ცნობილი მწარმოებელიც გვყავს. მათ რიცხვშია შპს „ბენჟი”, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. კომპანია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით და ხელშეწყობით შეიქმნა და დღეისათვის, ქართული ხილისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის არეალს როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო მიმართულებით აფართოებს. სხვა პროდუქციის გამოშვებასთან ერთად, საწარმოში შოკოლადის ინდუსტრიის მიმართულებაც ვითარდება, რაც ბოლო წლების საინტერესო ტენდენციაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე აცხადებს, საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე ჩეხეთში; უახლოეს მომავალში კი, ექსპორტი ისრაელშიც განხორციელდება.

“შპს ,,ბენჟი“ ქართული ხილის ალკოჰოლურ სასმელებს 2016 წლიდან აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული თანამედროვე სტანდარტების ხილის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ხილის ჯემებისა და წვენების წარმოების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების გასავითარებლად შეიქმნა ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება. შპს „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ლევან დავითაშვილი შპს „ბენჟის“ საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა