ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი - რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბერლინში შეხვედრა გამართეს, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებიც განიხილეს. ორმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ”დიდ გამოწვევებს” აწყდება რუსეთთან და ნატო-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობაში.

”რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ რუსეთი ასევე არის ევროკავშირის კონტინენტური მეზობელი და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველა ჰიბრიდული თავდასხმის შეჩერება”, - განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაცია უნდა გააგრძელოს.

„თუ ევროკავშირში უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს, რუსეთთან დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ, რაც არ უნდა ძნელი იყოს“, - აღნიშნა მერკელმა.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რომ იგი ეთანხმება მერკელის კომენტარს რუსეთთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საჭიროა ურთიერთობაში „საერთო ხაზის“ გამონახვა.

იხილეთ ვიდეო:ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი - რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს