ნოდარ ხარშილაძე - ივანიშვილის პოზიცია თავიდანვე იყო გაცხადებული, მას ევროკავშირთან პრაქტიკული პროგრესი უფრო უნდოდა და ნატო-სთან მიმართებით თავს ნაკლებად იწუხებდა

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ხელისუფლება ნატო-სთან მიმართებით პრაქტიკულ დონეზე დიდად თავს არ იწუხებს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის პოზიცია თავიდანვე ასე იყო გაცხადებული - მას უფრო უნდოდა ევროკავშირთან პრაქტიკული პროგრესი და ნატო-სთან მიმართებით თავს ნაკლებად იწუხებდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხარშილაძემ პარლამენტში განუცხადა, სადაც ფრაქციების „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებით იმართება საჯარო დისკუსია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ. დისკუსიაში პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ.

„არ ვსაურობ მხოლოდ პოლიტიკურ პროგრესზე, რომელიც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს არის პრაქტიკული პროგრესი, როგორიც იყო საწვრთნელი ცენტრები, ახალი ინიციატივები, ახალი პაკეტები. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები სამწუხაროდ, დიდი ხანია არ გვინახავს. მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, რეალურად პროგრესისკენ ლტოლვა არ არის. ამიტომ, გადავწყვიტეთ,რომ საპარლამენტო გზებზე პარლამენტთან გვესაუბრა, საუბარი იქნება უკრაინზე, ვისთანაც ერთად შეიძლება ამ ინიციატივის გაკეთება. ცოტა გავააქტიუროთ ეს, თორემ ძალიან გაყინულია ყველაფერი. ხელისუფლება პოლიტიკურ დონეზე ვერც გააკეთებდა ვერაფერს, სიმართლე უნდა ვთქვთ, რომ ძალიან ბევრი იმუშავა, როგორც უკრაინამ, მაგრამ არაფერი მიიღო. პრაქტიკულ დონეზე ჩემი აზრით, დიდად თავს არ იწუხებენ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია თავიდანვე ასე იყო გაცხადებული, რომ მას უფრო უნდოდა ევროკავშირთან პრაქტიკული პროგრესი და ნატო-სთან მიმართებით თავს ნაკლებად იწუხებდა. ფაქტი ის არის, რომ არცერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ნატო-ში შესვლის გარეშე ევროკავშირში არ შესულა. შესაბამისად, ეს გზა აუცილებლად გასავლელია“, - აცხადებს ხარშილაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა