სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დღის წესრიგზე მუშაობენ, ერთობლივად შევიმუშაოთ სტრატეგია

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით სპეციალური დღის წესრიგის შემუშავების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა შექმნან.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რეალური პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით არ ჩანს.

"იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რეალური პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ ვნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დღის წესრიგზე, ერთობლივად დავამუშავოთ სტრატეგია და განვახორციელოთ. ეს სტრატეგია დაეხმარება ჩვენს ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ამიტომ დღევანდელი კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაანალიზოთ, რას არ აკეთებს ხელისუფლება, რას უნდა აკეთებდეს და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ინტერფრაქციულ ფორმატში ,,ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა იმართება საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, სადაც ,,დიდი შვიდეულის”, ნატო-ს და აშშ-რუსეთის სამიტები უნდა განიხილონ. გაიმართება საჯარო დისკუსია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" ინფორმაციით, იმისათვის, რომ საქართველომ გაააქტიუროს მუშაობა ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით და საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი, შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

იხილეთ ვიდეო:სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დღის წესრიგზე მუშაობენ, ერთობლივად შევიმუშაოთ სტრატეგია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა