სომხეთის პრეზიდენტი - ძვირფასო თანამემამულეებო, ხმა მიეცით სამართლიანად და თავისუფლად, მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით

ეს არჩევნები რთულ კრიზისულ ვითარებაში ტარდება და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტი არმენ სარქისიანი წინაასარჩევნო მიმართვაში აცხადებს.

“მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა და ბლოკს, ყველა საპარლამენტო კანდიდატს, რომ თავშეკავებულად და გონივრულად იმოქმედოს, იყოს შემწყნარებელი, არ დაარიოს ზნეობრივი საზღვრები პოლიტიკური მიზნებისთვის და საკუთარ მხარდამჭერებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდოს.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოების, მკაცრად აღკვეთონ კანონისა და უფლების ნებისმიერი დარღვევა, გამოიჩინონ მიუკერძოებლობა, მაქსიმალური პასუხისმგებლობა და კანონის შესაბამისად იმოქმედონ,“- აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, არჩევნები რთულ კრიზისულ ვითარებაში ტარდება და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და ხალხისთვის.

„ძვირფასო თანამემამულეებო, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ანიჭებდეთ უპირატესობას და როგორიც არ უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება, გახსოვდეთ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, თქვენი მომავლისა და თქვენი ოჯახის გამო. ხმა მიეცით სამართლიანად და თავისუფლად, მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით,“- აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, სომხეთში, ხვალ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსენება და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო