„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა

დღეს ინტერფრაქციულ ფორმატში ”ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა. საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან განიხილეს ,,დიდი შვიდეულის”, ნატო-ს და აშშ-რუსეთის სამიტები. ასევე გაიმართა საჯარო დისკუსია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

„იმისათვის, რომ საქართველომ გაააქტიუროს მუშაობა ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით და საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებია საკითხი, შემუშავებულ იქნა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

შეხვრდრაზე ნატო-სთან ინტეგრაციის საპარლამენტო ინიციატივა იქნა შემოთავაზებული საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისგან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მიერ“, - ნათქვამია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა