რუსეთი სომხეთს 3.2 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება

რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის (UNDP) დაფინანსებასთან დაკავშირები, რომელიც სომხეთის ყველაზე დაზარალებულ რეგიონებს კონფლიქტის შემდგომი აღდგენის პროცესში დაეხმარება, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით, ბიუჯეტიდან 3.2 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.

საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთი კოორდინირებულად უწევს ფინანსურ დახმარებას გაეროს ორგანიზაციების ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის სრულყოფილ განვითარებას. ამ დახმარების მოცულობამ ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინდუსტრიის, გარემოს დაცვის, კატასტროფების მართვის და ენერგეტიკის სფეროებში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 2010 წლის შემდეგ თითქმის 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

იხილეთ ვიდეო:რუსეთი სომხეთს 3.2 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა