მედია - ირანში ვერტმფრენმა, რომელსაც საარჩევნო ყუთები გადაჰქონდა, კატასტროფა განიცადა, დაღუპულია 1 და დაშავებულია 11 ადამიანი

ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვერტმფრენმა, რომელსაც საარჩევნო ყუთები გადაჰქონდა, კატასტროფა განიცადა, დაღუპულია 1 და დაშავებულია 11 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.

ხუზისტანის პროვინციის გენერალურმა გუბერნატორმა სააგენტოს განუცხადა, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გუბერნატორის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები გუშინ, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 00:00 საათზე უნდა დახურულიყო, თუმცა ხმის მიცემის დრო 2 საათით, 2:00-მდე გახანგრძლივდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს